რას წაიკითხავთ ამ გვერდზე

👋 გამარჯობა,

სანამ ვებ-გვერდი გვექნება, ასეთ ხერხს მივმართეთ თქვენთვის რომ ჩვენს შესახებ მოგვეყოლა.

Zvavy არის Product Studio

ჩვენი მიზანია იდეებისგან შევქმნათ ციფრული პროდუქტები.


რის მიღწევას ვცდილობთ ამ გვერდით

ამ გვერდით გვსურს გაგაცნოთ სტუდიის გეგმები და მოგიყვეთ, თუ რატომ შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო ჩვენს გუნდთან ერთად მუშაობა.

  1. ან როგორც იდეის ავტორი

  2. ან როგორც კოლაბორატორი

    <aside> 🤝 (კოლაბორატორი არის ადამიანი ვისთან ერთადაც იდეაზე ვმუშაობთ. არ არის აუცილებელი მისი იდეა იყოს)

    </aside>

  3. ან როგორც ზვავის ძირითადი გუნდის წევრი / თანამშრომელი

სამივე შემთხვევაში ჩვენთან პარტნიორობა შეიძლება დაიწყოს როგორც side hustle და არ არის საჭირო თქვენი მთავარი სამსახურიდან წამოხვიდეთ.

<aside> 👉 თუ გსურთ პირდაპირ ჩვენთან პარტნიორობაზე წაიკითხოთ - დააჭირეთ აქ

</aside>

რა არის Zvavy

Zvavy არის Product Studio.

და რა არის Product Studio?

Product Studio არის ისეთი კომპანია, რომელიც იდეებს გარდაქმნის ციფრულ პროდუქტებად.

Product Studio არ არის სააგენტო. ჩვენთან დამკვეთი ვერ მოვა და პროექტის შესრულებაში ფულს ვერ გადაგვიხდის. ყველა პროექტის დამკვეთი ვართ ჩვენთითონვე.

როგორ?

სტუდიას ჰყავს ძირითადი გუნდი, რომელსაც ჩვენ Core team-ს ვეძახით. ეს გუნდი შედგება იმ უნარების ხალხისგან, რომლებსაც შეუძლიათ იდეა გარდაქმნან ციფრულ პროდუქტად: დიზაინერი, დეველოპერი, Product Manager, Growth Engineer და ა.შ.

<aside> 🪴 ამ ეტაპზე core team-ში მხოლოდ პროდუქტის მენეჯერი, ტექნიკური მენეჯერი და დიზაინერი ვართ. მაგრამ მალე გავიზრდებით 💪

</aside>

თუმცა, კონკრეტული პროექტების ჭრილში ვიმატებთ იმ ხალხს, რომელთა ექსპერტიზაც საჭიროა პროდუქტის წარმატებისთვის. ეს შეიძლება იყოს დეველოპერი, დიზაინერი ან დომენის ექსპერტი.

ასეთ ადამიანებს ვეძახით კოლაბორატორებს. და ასეთ პარტნიორობას - კოლაბორაციას.

სამუშაო პროცესი

ყველაფერი იწყება იდეით 💡

იდეა შეიძლება დაიბადოს ძირითად გუნდში, ან მივიღოთ გარედან. თუმცა, ჩვენ სააგენტო არ ვართ და არ ვიღებთ დაკვეთებს.

<aside> 👽 იდეის გარედან მიღებაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ნებისმიერ ადამიანთან კოლაბორაციით, ვისაც აქვს იდეა და ამავდროულად შეუძლია ღირებული კონტრიბუციის შეტანა ამ იდეის პროდუქტად გარდაქმნაში.

<aside> 👉 თუ გაქვს იდეა და შეგიძლია ამ იდეაზე მუშაობა დააჭირე აქ

</aside>

</aside>

როგორ იდეებზე ვმუშაობთ

ამ ეტაპზე, სტუდიის მიზანი არ არის შევქმნათ სტარტაპები. ჩვენ ვმუშაობთ პატარა კალიბრის ციფრულ პროდუქტებზე, რომლებიც შესაძლებელია შედარებით მარტივად შეიქმნას და სწრაფად გახდეს მომგებიანი.

ამ გადაწყვეტილებას აქვს 2 ძირითადი მიზეზი.

  1. სწავლა: იმის გამო რომ ასეთ იდეებზე შედარებით უფრო მარტივია მუშაობა. უფრო სწრაფად მოვახერხებთ იდეიდან მუშა პროდუქტამდე მისვლას და გზადაგზა ვისწავლით ბევრს… რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება
  2. მონეტიზაცია: ვთვლით რომ რადგან ჩვენი პროექტები მარტივია, შეგვიძლია უფრო მალე დავიწყოთ შემოსავლის დაგენერირება. საწყისი მოლოდინია რომ პროექტმა იმდენი გამოიმუშავოს რომ მინიმუმ თავისი თავი შეინახოს

საბოლოოდ, როცა ჩავთვლით რომ გვაქვს იდეა, რესურსი და მზაობა - დავიწყებთ სტარტაპზე მუშაობას... მაგრამ ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ.

<aside> 👉 თუ გაქვს იდეა და შეგიძლია ამ იდეაზე მუშაობა დააჭირე აქ

</aside>

ჩამოშალე რომ გაიგო როგორ იდეებზე არ ვმუშაობთ

Product Studio-ს სპეციფიკა

როგორც წესი, როცა იდეა იბადება, სანამ მასზე მუშაობას დაიწყებ, საჭიროა მისი ვალიდაცია.

იდეის ვალიდაციისთვის არსებობს შედარებით სტანდარტული გზებიც. თუმცა, ყოველთვის სჯობს იდეაზე მორგებული ვალიდაცია მოიფიქრო, რაც რთულია, მაგრამ საჭიროა და შეიძლება ბევრი რამ გადაგიწყვიტოს ან საერთოდ უარი გათქმევინოს იდეის განხორციელებაზე.

ვალიდაცია შეიძლება იყოს მაგალითად ყალბი საიტის შექმნა, წინასწარი კონტრაქტის გაფორმება კომპანიასთან და სხვა…

თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი მიზანი არ არის სტარტაპების გაკეთება და ჩვენ მუშაობას ვიწყებთ შედარებით დაბალ-რისკიანი, მარტივი პროექტებით, ვალიდაციის მნიშვნელობა ჩვენთვის დაბლა იწევს.

ამის მაგივრად, ჩვენი გეგმა და სირთულეა იდეიდან ჩამოვაყალიბოთ იდეალური MVP/POC, რომლის შექმნასაც შევძლებთ დაახლოებით იმ დროში რა დროც იდეის ვალიდაციაში უნდა დაგვეხარჯა (იდეალურ შემთხვევაში 3-4 კვირა).

ამიტომ, სტუდიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიჩქარე და ეფექტურობა, რადგან ჩვენ გვჭირდება დროის მოკლე პერიოდში ბევრი პროდუქტის შექმნა, რომ წარუმატებელი პროექტები მალევე მოვკლათ და გადარჩენილებზე გავაკეთოთ ფოკუსირება.

<aside> 🎲 პრაქტიკაში გავიგებთ ეს გეგმა რამდენად კარგად იმუშავებს

</aside>

როგორ მუშაობს პარტნიორობა

ყველა კოლაბორაცია უნიკალურია და განსხვავებული, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს ან გუნდს განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები აქვს. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში ყველა პირობა განიხილება ინდივიდუალურად და გადაწყვეტილებას მივიღებთ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

ჩვენი მინიმალური მოთხოვნა, რაც ყველა შემთხვევაში იმუშავებს არის ის, რომ როდესაც პროექტზე ვიმუშავებთ, ყველა მხარეს ექნება წილი და ის რომ კონტრიბუტორი ვალდებულია კვირაში 15 საათამდე დრო დაუთმოს პროექტზე მუშაობას.

რატომ უნდა ითანამშრომლო ჩვენთან

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენთან კოლაბორაცია, ამიტომ გთავაზობთ ჩვენთან თანამშრომლობის რამდენიმე ვარიანტს.

ჩამოშალე რომ გაიგო მეტი…👇

🥷 გაქვს იდეა, მაგრამ ვერ ახერხებ მის პროდუქტად გარდაქმნას

<aside> 👉 გაქვს იდეა? გაგვაცანი და ვიმუშაოთ ერთად. გადადი ლინკზე 👉 https://my.forms.app/form/63d18e11597af40147d189cd

</aside>

forms.app: Online Form Builder | Free Online Survey Tool

👩‍🚒 არ გაქვს იდეა, თუმცა გაქვს პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება და გსურს გქონდეს საკუთარი პროდუქტი

🧙‍♂️ უბრალოდ გინდა Zvavy-ის გუნდის წევრი გახდე.

გუნდი

209854556_339525424451798_450926511559991654_n.png

ილია ჩიგოგიძე

Product

https://www.linkedin.com/in/ilia-chigogidze/

Untitled

დავით აბულაშვილი

Development

https://www.linkedin.com/in/david-abulashvili-b82840147/

Untitled

ბაჩო დვალიშვილი

Design

https://www.linkedin.com/in/dvalish/